პროექტის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შემუშავდა პროექტის „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის – მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება“ ფარგლებში.  პროექტი ხორციელდება  კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში პარტნიორ რეგიონალურ ორგანიზაციებთან ერთად ფასდება ქვეყნის ყველა თვითმმართველი ორგანოს  გამჭირვალობა, მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები და პრაქტიკები ერთიანი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მეშვეობით, მომზადდება და გამოქვეყნდება რეიტინგი და ეროვნული ანგარიში.