Logo
Hot Line

ცხელი ხაზი

032 2 92 15 14

სიახლეები

ევრაზიის ანტიკორუფციული აკადემიური ქსელის ჰაბების კურსდამთავრებულთა მილოცვის ცერემონია

ევრაზიის ანტიკორუფციული აკადემიური ქსელის ჰაბების კურსდამთავრებულთა მილოცვის ცერემონია

29 მაისი 2021

2021 წლის 27-28 მაისს, გაიმართა ევრაზიის ანტიკორუფციული აკადემიური ქსელის ანტიკორუფციული ჰაბების (უკრაინა, საქართველო, სომხეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა) კურსდამთავრებულთა მილოცვის ცერემონია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. საქართველოში, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო-სასწავლო კურსის მიმდინარეობას, კოორდინირებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI). დასახელებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო IDFI-ს ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა - დავით მაისურაძემ.

 

დავით მაისურაძემ შეხვედრის მონაწილეებისათვის წარადგინა პრეზენტაცია ღია მმართველობის პარტნიორობისა (OGP) და მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) სინერგიაზე ანუ რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის ერთდროულად როგორც OGP-ის, ასევე, EITI-ს წევრობას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ადვოკატირებისა საქართველო დღემდე არ არის EITI-ს წევრი, რითაც მცირდება ღია მმართველობის პარტნიორობის წევრობით არსებული შედეგების ეფექტიანობაც. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ერთდროულად OGP-ისა და EITI-ს წევრები არიან: უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი და ავღანეთი.

 

საქარველოში კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო-სასწავლო კურსი უკვე მეორე წელია, რაც მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. 2020-2021 წლების გაზაფხულის სასწავლო სემესტრი დასრულდება 2021 წლის ივლისში.

 

საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი, რომელიც ხელს უწყობს კორუფციასთან საბრძოლველად მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარებას.

ფოტო გალერეა