Logo
Hot Line

ცხელი ხაზი

032 2 92 15 14

სიახლეები

IDFI-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

IDFI-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 აგვისტო 2019

2019 წლის 15 აგვისტოს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო/სასერტიფიკატო პროგრამის დანერგვისა და მუდმივი განვითარებისთვის.

 

ერთ წლიანი სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია, ანტიკორუფციულ თემებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ასევე კორუფციის პრევენციასთან, კორუფციული რისკების იდენტიფიცირებასთან და კორუფციულ ფაქტებზე ეფექტურ რეაგირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტუდენტების, სახელმწიფო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენელთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება/გაღრმავება.

 

პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ბუდაპეშტი ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.

 

 

ფოტო გალერეა