Logo
Hot Line

ცხელი ხაზი

032 2 92 15 14

სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მეშვიდე მოდული დაიწყო

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მეშვიდე მოდული დაიწყო

11 ივნისი 2020

სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, 8 ივნისს მეშვიდე მოდული დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს. მეშვიდე მოდულის განმავლობაში კურსის მსმენელები შეისწავლიან კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას; ქვეყნის წარმატების/ წარუმატებლობის განმაპირობებელ თეორიებს; კაპიტალიზმს, როგორც დომინანტი პოლიტ-ეკონომიკური მოწყობის მოდელს და მის ვარიაციებს; ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და განვითარების ძირითად გამოწვევებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ შეადარონ საქართველოს გამოცდილება და განხორციელებული რეფორმები სხვა ქვეყნების მიერ განხორციელებულ რეფორმებს.

 

მეშვიდე მოდულს კითხულობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და PMCG-ის კვლევითი მიმართულების დირექტორი - გიორგი ხიშტოვანი.

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI)და სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ თანამშრომლობის საფუძველზე მეცხრე თვეა, რაც ხორციელდება კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც 8 მოდულისგან შედგება. პროგრამისფინანსურიმხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტისფონდი (OSI) დახორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.

ფოტო გალერეა