21 აპრილი 2021 / სიახლეები უკან დაბრუნება

ღია მმართველობის პარტნიორობა ანტიკორუფციული ინიციატივების მხარდასაჭერად

2021 წლის 20 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით მაისურაძემ, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ჩაატარა ლექცია ყირგიზეთის კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისათვის. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ცენტრალური აზიის კორუფციისა და ფულის გათეთრების საკითხების კვლევითი ინსტიტუტი

 

ლექციის ფარგლებში დავით მაისურაძემ შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლის შესახებ, მათ შორის მიმოიხილა 2003 წლამდე არსებული მდგომარეობა და 2003 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმები და ისაუბრა ცვლილებებზე ისეთ სფეროებში როგორიცაა საგადასახადო სექტორი, იუსტიციის სამინისტროს სერვისების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სამართალდამცავი ორგანოები.

 

დავით მაისურაძემ ყურადღება გაამახვილა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმების ფარგლებში შემუშავებულ ანტიკორუფციულ ინიციატივებზე, რომელიც ეხება საჯარო სამსახურის რეფორმირებას, საბიუჯეტო პროცესების გამჭვირვალობას და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.

საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი, რომელიც ხელს უწყობს კორუფციასთან საბრძოლველად მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარებას.

წინამდებარე ვებ-გვერდი განახლდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და არ გამოხატავს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.