09 ივნისი 2021 / სიახლეები უკან დაბრუნება

ლექცია კორუფციის კვლევის თანამედროვე გამოწვევების შესახებ

8 ივნისს, კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისთვის ლექცია ჩაატარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა არჩილ აბაშიძემ. ლექცია შეეხებოდა კორუფციის კვლევის სფეროში არსებულ გამოწვევებს, კორუფციის კვლევის ძირითად მეთოდებს და მკვლევარისთვის პოტენციურად მნიშვნელოვან მიგნებებს.

 

ლექცია წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში და არჩილმა და კურსის მსმენელებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა კორუფციის სახეები, კორუფციის ტენდენციები და თავისებურებები სხვადასხვა ქვეყნებში, კორუფციული ქმედებების ტიპოლოგია, ზეგავლენა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, პოსტ-საბჭოთა სივრცისათვის დამახასიათებელი კორუფციული ქმედებები. ასევე, არჩილმა ლექციის მსვლელობისას ისაუბრა კორუფციის კვლევის ისეთ მეთოდებზე როგორიცაა სტატისტიკური ანალიზი, კითხვარები, ფოკუს ჯგუფები და ინტერვიუირება.

 

საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო საგანმანათლებლო კურსი უკვე მეორე წელია რაც მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. 2020-2021 წლების გაზაფხულის სასწავლო სემესტრი დასრულდება 2021 წლის ივლისში.

 

საქართველოში კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი, რომელიც ხელს უწყობს კორუფციასთან საბრძოლველად მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარებას.

წინამდებარე ვებ-გვერდი განახლდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და არ გამოხატავს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.