Logo
Hot Line

ცხელი ხაზი

032 2 92 15 14

სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ცხადდება მიღება

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ცხადდება მიღება

06 სექტემბერი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდის (FPOS) ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის უფასო სასერტიფიკატო პროგრამაზე. პროგრამა განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.

პროგრამაში რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები; საჯარო სამსახურის, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2021 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ „სასერტიფიკატო პროგრამა“. 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ აქ.

ფოტო გალერეა