ნინო ტაგანაშვილი
მარიტა გორგილაძე
კონკურსის ფარგლებში მომზადებული სტატიის მთავარი მიზანია საქართველოში მამხილებლების ინსტიტუტის ეფექტურ იმპლემენტაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გამოვლენა, რა საკანონმდებლო ხარვეზები აბრკოლებს ნორმების სათანადო გამოყენებას და მამხილებელთათვის დაცვის მინიჭებას. აღნიშნული საკითხები გაანალიზებულია სახელმწიფო უწყებებისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შეფასებებზე დაყრდნობით. აღნიშნული ინფორმაციის, სტატისტიკის გაცნობა არის შესაძლებელი სხვადასხვა ვიზუალური ცხრილებისა და დიაგრამების საშუალებით.
მთავარი მიგნებები სტატიის შემდეგნაირია, ერთი მხრივ ხარვეზიანი საკანონმდებლო ჩარჩო, ხოლო მეორე მხრივ, არსებული რეგულაციების არასათანადო აღსრულება. ცალკე კანონის არ არსებობა არის ასევე საკმაოდ დიდი გამოწვევა. სპეციალური აქტის საჭიროება დგას, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებული მხილებისთვის.
მხილების საგნის დეფინიცია საჭიროებს დახვეწას, ასევე მამხილებლად პირის მიჩნევის სტანდარტი. მხილების არხების გამოყენების სპეციფიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე არ არის დადგენილი მამხილებლებისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანისთვის რესტიტუციის/კომპენსაციის საკითხი. ალბათ, ცალკე კვლევის საკითხია საზოგადოებაში მამხილებლებთან დაკავშირებული არასწორი, სტერეოტიპული დამოკიდებულებები.
რაც შეეხება კონკრეტულ დასკვნებს, რომლის გამოტანაც შესაძლებელი გახდა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე. მხილების განცხადების განხილვის ერთიანი მეთოდოლოგია არ არსებობს, ერთიანი სტანდარტის არსებობის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში. უწყებები არ აგროვებენ/ამუშავებენ ინფორმაციას და სტატისტიკას მხილების განცხადებების შესახებ. ზოგ უწყებაში საერთოდ არ არის ინსპექტირების განმახორციელებელი ერთეული. ხოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ სასამართლოში ბოლო წლების განმავლობაში მამხილებლების არცერთი საჩივარი არ ფიქსირდება, არ წარმოებს შესაბამისი სტატისტიკა.
გთხოვთ, იხილოთ სტატია აქ.
დანართი 1 - გაგზავნილი წერილები
დანართი 2 - მიღებული წერილები