Logo
Hot Line

ცხელი ხაზი

032 2 92 15 14

სიახლეები

მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ - მამხილებლის დაცვა და მხილების ინსტიტუტის პრაქტიკაში დანერგვა

მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ - მამხილებლის დაცვა და მხილების ინსტიტუტის პრაქტიკაში დანერგვა

18 აპრილი 2022

სტატია მომზადებულია ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად"   ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოცხადებული ანალიტიკური სტატიების კონკურსისთვის თემაზე „მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ“.

ნაშრომის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს IDFI-ის/ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდის შეხედულებებს.

 

მესამე ადგილზე გასული ავტორები:

 

მერი მაჭარაშვილი

თინათინ ღვინიანიძე

 

მამხილებლის ინსტიტუტის არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია კორუფციასთან ბრძოლაში. საქართველოში მამხილებლის ინსტიტუტი 10 წელიწადზე მეტი დანერგილია, თუმცა ჯერ კიდევ არ გამოიყენება აქტიურად.  წარმოდგენილი სტატიის მიზანია მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის და საჯარო მონაცემების ანალიზი, მამხილებლის უფლებების და დაცვის მექანიზმების შეფასება და მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა. სტატიაში განხილულია ევროკავშირში არსებული რეგულაციების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაც.

სტატიის მომზადების პროცესში მამხილებლებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, მათ შორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან; საქართველოს ეროვნული ბანკიდან, საპენსიო სააგენტოდან და სხვა. მიღებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ მამხილებლის ინსტიტუტის დანერგვისთვის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს თავისი რეგულაციები, რაც კარგი პრაქტიკის მანიშნებელია. ზოგიერთი ადმინისტრაციული ორგანო ეყრდნობა მხოლოდ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრულ რეგულაციებს.

სტატიის ძირითადი მიგნებები შეეხება მხილების ინსტიტუტის გავრცელების სფეროს, აღნიშნული ინსტიტუტის საზედამხედველო უწყების არსებობის მნიშვნელობას, რომელიც აუცილებელია მამხილებლის დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისთვის, და მხილების ინსტიტუტის გაძლიერებისთვის შიდა რეგულაციების არსებობის ვალდებულებას.

 

გთხოვთ, იხილოთ სტატია აქ.

 

დანართი 1 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილი

დანართი 2 - საპენსიო სააგენტოს წერილი

დანართი 3 - სსიპ საპენსიო სააგენტოს ეთიკის კოდექსი

ფოტო გალერეა