Logo
Hot Line

ცხელი ხაზი

032 2 92 15 14

სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

13 მარტი 2023

2023 წლის 13 მარტს დაიწყო კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი, რომელიც გაიხსნა სამაგისტრო საგნით „კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები“.

 

სასწავლო კურსს უძღვება - ქეთევან ცანავა, რომელიც არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსადა საჯარო მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი.

 

„კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმების“ კურსის ფარგლებში დაიფარება ისეთითემებიროგორიცაა,ანტიკორუფციული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო და რეგიონული პლატფორმები, კორუფცია სასამართლო სისტემაში და საჯარო სერვისები და კორუფცია.

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI)2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სამი წლის განმავლობაში პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში. ხოლო ახლა პროგრამა ფინანსურად მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ, პროექტის - ორგანიზაციული მხარდაჭერის ფარგლებში.

ფოტო გალერეა